პაპუაშვილი - ეუთო - მედია პოლარიზაცია

29 აპრილი 2022, 18:21 1099 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს ტერეზა რიბეიროს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს მედია გარემოსა და მედიის საქმიანობაზე საქართველოში, აგრეთვე დეზინფორმაციისა და მედიაპოლარიზაციის უარყოფით შედეგებზე. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ის წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ გადადგა გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის ხელშეწყობის მიზნით და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური პოლიტიკაა მედიის მიმართ.  პარლამენტის თავმჯდომარემ  გამოხატა მზაობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი