ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი. სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები ბათუმის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
„ს ი ლ უ ე ტ ე ბ ი“ - ასე ჰქვია მხატვარ-მოდელიერის დიანა თალაკვაძის პერსონალურ გამოფენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია როგორც პორტრეტები ასევე კოსტიუმების ესკიზები და სიუჟეტური კომპოზიციები. ეს მხატვრის რიგით მე-4 პერსონალური გამოფენაა. ხელოვანი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მხოლოდ პორტრეტები გამოფინოს.
დამთვალიერებელთა ნაწილმა სწორედ მხატვრის ამ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
გამოფენა ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 8 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.