თამარის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

28 აპრილი 2022, 11:40 891 ნახვა

თამარის ციხეს  რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობა დაიწყო.

პროექტის მიხედვით მოხდება ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაცია, მოეწყობა მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც განხორციელდება  ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

ციხე სავარაუდოდ აგებულია XI საუკუნეში. იგი მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა ნაპირას აღმართულ ბორცვზე მდებარეობს.

ციხემ მნიშვნელოვანი დაზიანება განიცადა გასული საუკუნის 60-იან წლებში, მასზე კაფე-პავლიონის აშენებისას.

ამ დროს დაინგრა მისი სამხრეთი კედლის ერთი ნაწილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი