არესტოვიჩი საქართველოს კვლავ ომისკენ მოუწოდებს

27 აპრილი 2022, 19:41 1465 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოს ისევ ომში ჩართვისკენ მოუწოდებს. ალექსეი არისტოვიჩის თქმით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. ასევე შანსები საქართველოსთვის გახდეს ნატო-ს წევრი უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის, უბრალოდ სიდიდიდან გამომდინარე. რუსეთის ფედერაციამ ეს შეიძლება კომპრომისულად ჩათვალოს. გუშინ კი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოში ომის ფრონტის მეორე ხაზი უნდა იყოს, რის გაკეთებასაც არესტოვიჩის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შეძლებდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი