ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა

27 აპრილი 2022, 12:28 1010 ნახვა

ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსეთის მიერ წარმოყენებული მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა ის პირადად დაარწმუნა, რომ რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება ავსტრიაში არ შეწყდება.

მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სერბეთმა და უნგრეთმაც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი