საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მაკრონს საქართველოს პრეზიდენტმა.
"თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა. იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.