უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის მეორე ფაზა დაიწყო

19 აპრილი 2022, 12:09 948 ნახვა

ომის 55 დღე გათენდა უკრაინაში. ცეცხლს ისევ არ წყვეტს რუსეთი, ომის მეორე ეტაპის დაწყებას იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განსახორციელებლად ჯარის გადაჯგუფება დაასრულეს და უკრაინის ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევას სამ რეგიონში ცდილობენ. ისევ რთული ვითარებაა მარიუპოლში. "აზოვსტალის" ქარხნის სარდაფში თვეზე მეტია რთულ პირობებში რჩება ასობით მოქალაქე, მათი უმეტესობა კი ბავშვია.

ზედიზედ მესამე დღეა უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები ვერ იხსნება. მოქალაქეების ევაკუაციაზე შეთანხმება დღესაც ვერ ხერხდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი