შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალურ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს ბათუმში. სემინარზე წარმოდგენილია ეთნო -კუთხე. ღონისძიების ფარგლებში არქეოლოგ ამირან კახიძის წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში პოლონეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან მოწვეული სპეციალისტები მონაწილეობენ. სემინარი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.