უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარი შეავსო

18 აპრილი 2022, 10:42 672 ნახვა

 საომარი ვითარების მიუხედავად,  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარის  შევსება უკრაინამ დაასრულა.   

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის ინფორმაციით, ახლა ევროკომისიამ უნდა მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაცია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს. კიევი დადებით რეკომენდაციას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისში  ელის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის შემდეგ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება და სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი