ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს და არ უნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი კი დროის ფუჭად კარგვაა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ - მინისტრმა მარიო დრაგიმ პორტალ კორიერა დელა სერასთ-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტები პრემიერისგან დაინტერესდნენ, პუტინთან მისი სატელეფონო საუბრის დროს, იყო თუ არა შესაძლებელი დიპლომატიური გზით შეეჩერებინათ პუტინი, პრემიერ - მინისტრმა განაცხადა: „სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ მშვიდობაზე საუბრისთვის ვურეკავდი. ვკითხე: „როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ გადაწყვეტილების პოვნა“. მან მიპასუხა: „დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა“.
ამბობს რომ დაჟინებით სთხოვდა მიეღო გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ თუმცა, როგორც იტალიის პრემიერ - მინისტრი ამბობს, პუტინმა უთხრა , რომ არც ამის დრო დამდგარა.
„ვფიქრობ, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობს, რომ მასთან უსარგებლოა ლაპარაკი. ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა“ - ამბობს მარიო დრაგი.