სახელმწიფო ენის სტრატეგია, განვითარება და გამოწვევები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
პროფესორებმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების - „ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა და 2021- 2022 წლების სამოქმედო გეგმა.
დისკუსიის დასრულების შემდეგ კი კონფერენციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის ეზოდან ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს.