პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა დასრულებულია. შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ ერთ დეტალზე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში კვირის დასაწყისში გაემგზავრება მცირე დელეგაციასთან ერთად, უკვე ცნობილია უმრავლესობიდან წამსვლელთა სია; ბექა ოდიშარია, დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ეს ამ დრომდე უცნობი რჩება.