პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები დღეს კიევში ჩადიან. გიტანას ნაუსედა მატარებლის სადგურიდან ფოტოს აქვეყნებს და ტვიტერზე განცხადებას ავრცელებს.
"მივემგზავრები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერას. ერთად გამარჯვებამდე!"- წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.