ტენდერი ავარიული ძეგლების რესტავრაციისთვის

12 აპრილი 2022, 10:38 804 ნახვა

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაცია ორ ძეგლს ჩაუტარდება.

პროექტის მიხედვით  ფარნავაზ მეფის 36 ნომერში არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, ხოლო ლუკა ასათიანის 11 ნომერში მდებარე ძეგლის მხოლოდ გარე ფასადის მოპირკეთებაა  დაგეგმილი. 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია კომპანიებს, რომლებსაც  ამ ტიპის მუშაობის გამოცდილება აქვთ.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში