საქართველოში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

12 აპრილი 2022, 10:51 1057 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში 131 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 804 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 334 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.82% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.53%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი -17, შიდა ქართლი - 28, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 318.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი