ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტზე მუშაობს

11 აპრილი 2022, 14:07 941 ნახვა

ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო ახალ სანქციების მორიგ პაკეტზე  მუშაობა დაიწყო, რომელიც  ნავთობზე ემბარგოს ითვალისწინებს. 

„ევროკომისიამ მკაფიოდ მიანიშნა, რომ მუშაობას იწყებს სანქციების მე-6-ე პაკეტზე  ნავთობზე ემბარგოს  გათვალისწინებით. ეს ნიშნავს, რომ  კონსენსუსის მისაღწევად მუშაობა დაწყებულია - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების  მეხუთე პაკეტი გასულ კვირას აამოქმედა,  რომელიც  რუსული ქვანახშირის იმპორტზე ემბარგოს და რუსეთის  ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ვი-თი-ბის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოიცავს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში