რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ე.წ. სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გეგმა კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს.
28 პუნქტს შორისაა უკრაინის მიერ რუსეთისთვის დონბასის დათმობა, ოკუპირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად.
ფრონტის ხაზის გაყინვა და უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადებაც.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა.
გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.