დადგება დღე, როცა რუსებს სიმართლის აღიარება მოუწევთ ​- ვოლოდიმირ ზელენსკი

11 აპრილი 2022, 10:18 682 ნახვა

“როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისინი იქცევიან მონსტრებად და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები წყვეტენ, რომ სწორედ სამყარო უნდა მოერგოს მათ. უკრაინა ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს”, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დადგება დღე, როცა რუსებს სიმართლის აღიარება მოუწევთ. უკრაინის პრეზიდენტი დაძაბულ კვირას პროგნოზირებს.

გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მალე ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავა და კიდევ უფრო მეტ რაკეტასა და საავიაციო ბომბს გამოიყენებს.

ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარალელურად ისინი საერთაშორისო არენაზე აქტიურად იმუშავებენ, რათა ქვეყანამ იარაღი დროულად მიიღოს. ზელენსკის თქმით, რუსეთს ოდესმე ყველაფრის აღიარება მოუწევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში