რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, ოკუპანტები თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე ზვონეცკის ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო.
გარდა ამისა, რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ რუსეთმა ხელახლა შეუტია დნეპროპეტროვსკის აეროპორტს. ოკუპანტების სამიზნე იყო ჩერნიგოვი, გადარჩენილები შემზარავ ისტორიებს ყვებიან.
კიევთან ახლოს სოფელ ბოგდანოვკაში მთვრალმა რუსმა დამპყრობლებმა 34 წლის ქალი გააუპატიურეს, ქმარი საკუთარი ცოლის დაცვისას დახვრიტეს, გარდა ამისა, ოკუპანტებმა მოკლეს მათი ძაღლი და სახლი მთლიანად გადაწვეს.
კიევის რეგიონში ნანგრევებიდან 1 222 ადამიანი ამოიყვანეს, ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.
პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის 56 საქმე რუსეთის ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.