უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ანა მალიარის განცხადებით, ამ დროისთვის რუსეთის ფედერაცია უარს არ ამბობს უკრაინის ხელში ჩაგდების გეგმებზე, მაგრამ იძულებულია შეცვალოს შეტევითი გეგმა და ახლა საოკუპაციო ჯარები სრული თავდასხმისთვის ემზადებიან.
მისი თქმით, კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან ჯარების გაყვანის მიუხედავად, შეტევის საფრთხე მთელ უკრაინაში მაინც რჩება. ამასთან რუსი სამხედროები აძლიერებენ დაზვერვას და ადგენენ თავდასხმის ახალ მიმართულებებს.
უკრაინის გენშტაბმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც რუსული ჯარის ცალკეულ დანაყოფთა სამხედროების 80 პროცენტზე მეტს საომარ მოქმედებებში ჩაბმა არ სურს.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მტერი აგრძელებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.