უკრაინის რადას თავმჯდომარე პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს

08 აპრილი 2022, 20:12 963 ნახვა

რატომ არ მიუღია ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიწვევის ტექსტი ბუჩაში ჩასვლაზე, რასაც უკრაინული მხარე ადასტურებს რომ დოკუმენტი შალვა პაპუაშვილს გაეგზავნა. ქართული ოპოზიცია ფიქრობს, რომ ქართული მხარე უკრაინაში აქამდე უნდა ჩასულიყო და ახლა, ნებისმიერ ვიზიტს ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. სახელისუფლებო პარტია კი უკრაინისგან ჯერ საქართველოსთვის წაყენებულ დაუმტკიცებელ ბრალდებებზე ითხოვს პასუხის გაცემას, ხოლო ჩავა თუ არა პაპუაშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში