ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი უკრაინაში გაემგზავრნენ

08 აპრილი 2022, 10:53 929 ნახვა

პირველი ევროპელი მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინაში ბუჩის მოვლენების  შემდეგ ჩადის. ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. „დოიჩე ველეს“  ინფორმაციით,  პრეზიდენტი  კიევში უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქიდან  მატარებლით გაემგზავრა.

აღსანიშნავია, რომ ბუჩაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა მოვლენები სამხედრო დანაშაულებად შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა აგებს პასუხს, და რომ  ბუჩის მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას. სწორედ ამ მხარდაჭერის გზავნილს ჩაიტანენ ის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი პრეზიდენტ ზელენსკის. 

დელეგაციის შემადგენლობაში არიან  სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი  და ევროპარლამენტართა ნაწილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი