ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს.
მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე დაამტკიცებს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას.
შედეგად, ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს მიაღწევს.