ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო

07 აპრილი 2022, 14:30 826 ნახვა

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად განცხადება მიიღო.

განცხადების თანახმად, კომიტეტი იწვევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, თუ საქართველო შეუერთდება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკასა და სანქციებს, რომელბიც მიმართულია ბელარუსისა და რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ.

კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული პერსპექტივა და ორივე ქვეყანა არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნე, რომელიც მიმართულია საქართველოს და უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებისკენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი