კოვიდ 19-ის პრევენცია და ვაქცინაცია

07 აპრილი 2022, 10:16 557 ნახვა

კოვიდ 19-ის  პრევენცია  და ვაქცინაცია - ამ  საკითხზე  მსჯელობენ დღეს  ექსპერტები და  არასამთავრობო ორგანიზაცია „იმედის“  წარმომადგენლები  ბათუმში.

მათ განმარტებით, თავდაცვითი ღონისძიებები როგორიცაა  ვაქცინაცია, დახურულ სივრცეებში ნიღაბი და  ჰიგიენა -  მნიშვნელოვანი და მთავარ იარაღია პანდემიის  დასრულებისთვის, ასევე  ვირუსის ახალი მუტაციების  თავიდან ასაცილებლად. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის  გამოწვევები განსაკუთრებით მწვავედ დგას  იმ ჯგუფების წინაშე, რომელთა  ინფიცირების და შემდგომი გართულებების რისკი მაღალია. 

საკომუნიკაციო შეხვედრა ზიანის  შემცირების  საქართველოს ქსელის ორგანიზებით იმართება და მას ამ ქსელის წევრები, ასევე სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები   ესწრებიან.

პრევენციის გზებზე დამატებით ინფორმაციას მათ დაავადებათა  კონტროლის ცენტრის კომუნიკაციის  ჯგუფის წევრები  აცნობენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი