„ფაიზერით“ ვაქცინაცია განახლდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია თავდაპირველად 15 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი.
მათივე განმარტებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge ან მიმართოთ შესაბამის კლინიკებს.
Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა განკუთვნილია 12 + ასაკის მოქალაქეთა პირველადი და ბუსტერ ვაქცინაციისთვის.