"ტვიტერმა“ რუსეთის 300-ზე მეტი სახელისუფლო გვერდი შეზღუდა, მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი

06 აპრილი 2022, 00:05 1244 ნახვა

"ბიბისის" ინფორმაციით, "ტვიტერმა" რუსეთის 300-ზე მეტი სახელისუფლო გვერდი შეზღუდა, ამ ჩამონათვალშია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

წაიშლება სამხედრო ტყვეების ამსახველი პოსტები, რომლებიც გამოქვეყნებულია მთავრობის ან სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედიის ანგარიშებით.

აღნიშნული გვერდები ამიერიდან მომხმარებელს არც საიტის სიახლეების ზოლში და არც შეტყობინებებში აღარ შეხვდებათ. 

"როდესაც მთავრობა ბლოკავს ან ზღუდავს წვდომას ონლაინ სერვისებზე საკუთარ ქვეყანაში, ამცირებს საზოგადოების ხმასა და ინფორმაციის თავისუფლად წვდომის უნარს, მაგრამ აგრძელებს ონლაინ სერვისების გამოყენებას საკუთარი კომუნიკაციისთვის, იქმნება სერიოზული ინფორმაციის დისბალანსი", - აცხადებენ კომპანიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში