Facebook-ის ოფისში ქიმიური იარაღის შემცველი ამანათი აღმოაჩინეს

02 ივლისი 2019, 15:32 2011 ნახვა

Deutsche Welle-ს ინფორმაციით ფაქტი მას შემდეგ დაფიქსირდა როცა, კომპანიის საფოსტო განყოფილებაში ერთ-ერთი პაკეტი ტოქსიკური ნივთიერების შემცველი იყო.

ფაქტთან დაკავშირებით, Facebook-ის აშშ-ს ოფისის ოთხი შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი პროფილაქტიკის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვობენ რომ სწორედ ისინი იყვნენ კონტაქტში ნერვულ აგენტ ზარინთან.

ბოლო ინფორმაციით, facebook-ის ოთხი შენობიდან სამი უკვე შემოწმებულია. ევაკუირებული რჩება მეოთხე შენობა. გამოძიებაში ჩართულია აშშ-ის გამოძიების ფედერალური სამსახური.

ზარინი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ნერვულ სისტემას ანადგურებს. იგი იმ მასობრივ გამანადგურებლის სიაშია, რომელსაც ქიმიურ იარაღად იყენებენ.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში