ვირუსთან საბრძოლველად Facebook-ი ამერიკას 720 ათას პირბადეს აჩუქებს

23 მარტი 2020, 17:14 2243 ნახვა

Facebook ამერიკას კორონავირუსთან საბრძოლველად 720 000 პირბადეს აჩუქებს. ამის შესახებ ინფორმაციას მარკ ცუკერბერგმა ავრცელებს. 

"ჩვენ მზად ვართ გავცეთ ნიღბები, რომლებიც შეძენილი გვქონდა იმ შემთხვევისთვის, თუ ხანძრები გაგრძელდებოდა და ის კომპანიის გადაუდებელი რეზერვი იყო. 

ჩვენ ასევე ვმუშაობთ ფინანსურ წყაროებზე, რომ მილიონობით მეტის გაგზავნა შევძლოთ. იმედი მაქვს ყველა ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იქნება" — წერს მარკ ცუკერბერგი.

შეგახსენებთ; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  11 მარტს კორონავირუსი , საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. 

ამერიკაში ვირუსით 414 ადამიანი გარდაიცვალა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში