მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში შევა - ევროპული საბჭო

04 აპრილი 2022, 13:57 943 ნახვა

ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს სისასტიკეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უზენაესი პოლიტიკური ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.

„მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში, ევროპულ მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში შევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპული საბჭო მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში