ვითარება უკრაინაში - ომის 37-ე დღე

01 აპრილი 2022, 17:26 995 ნახვა

რუსეთმა ომი წააგო- ამბობს უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი „მთავართან. მისი თქმით, რუსეთმა უპირატესობა ვერც დონბასში და ვერც ლუგანსკში მოიპოვა. ამასთან ირპენის პარალელურად ბუჩადან და გოსტომელიდანაც დაახევინეს რუსებს უკან. ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაშივე უნდა შეჩერდეს, რომ არ მოჰყვეს გაგრძელება სხვა ქვეყნებში. ირპენიდან მტერმა უკან დაიხია, ახლა კი ისინი ახალი დარტყმისთვის ემზადებიან, თუმცა უკრაინელები  მტრის დასახვედრად ყოველთვის მზად არიან. უკრაინაში გიორგი წეროძე და ვახო თურმანიძე მუშაობენ. თემაზე ვრცლად მთავარში 20 საათზე მოგიყვებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში