რუსებმა დონეცკის რეგიონი ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს, არიან დაშავებულები - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე განმარტებით, ქალაქ მარიინკაში, კრასნოგოროვსკაში და ნოვომიხაილოვკაში მტერმა კვლავ გამოიყენა ფოსფორის ჭურვები.
საავადმყოფოში გადაიყვანეს 11 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 4 ბავშვია.