მიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 15 ცხედარი ამოიყვანეს, 1 ადამიანი რეანიმაციაში გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, მთელი ღამისა და დღის განმავლობაში გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები, რომელიც უკვე ორი დღეა მიმნდინარეობს.