რამდენიმე საათში უნდა ჩამოასვენონ უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლი დავით გობეჯიშვილი. მანამდე დაღუპულ გმირი ვლოდიმირისკის ეკლესიაში დაასვენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისის მირო ვანაძის ინფორმაციით, დავით გობეჯიშვილი უკრაინაში დაღუპვამდე 5 დღით ადრე ჩავიდა. ის მანამდე აფხაზეთსა და ცხინვალში იბრძოდა. გობეჯიშვილი კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვას შეეწირა. უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლია დაღუპული. მათგან ორი სამშობლოში სამხედრო წესით უკვე დაკრძალეს.