კიევის მახლობლად რუსული ძალების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაადგილებაა და არა გაყვანა - ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
ჯონ კირბის თქმით, რუსული ძალები სავარაუდოდ, ჩრდილოეთისკენ გადაადგილდებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად არის მათი საბოლოო დანიშნულება.
"ჩვენი შეფასებით, ეს გადაადგილება გამოყენებული იქნება უკრაინის სხვა ტერიტორიაზე. არ ვიცით, ზუსტად სად",- აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.