საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად განცხადებების მიღება რამდენიმე წუთში დასრულდება. ვადა 7 საათზე იწურება. საბუთების მიღება ზუსტად ერთი თვეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის 12 განაცხადია ოფიციალურად დარეგისტრირებული. მათ შორის ორი, არხის მოქმედი თანამშრომელია.