‘’დღეს მეც უკრაინელი ვარ! დახურეთ ცა უკრაინის თავზე! ‘’ - ამ მოწოდებით სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და რუსული აგრესია დაგმეს. დღევანდელი აქციის ორგანიზატორი ქართულ-უკრაინული ოჯახია. აქციის ფარგლებში გაიმართა ფლეშმობი - შეკრებილებმა უკრაინის რუკაზე განათავსეს გული, რითაც მონიშნეს ის ქალაქები, სადაც ახლა მათი ახლობლები იმყოფებიან.