წინააღმდეგობის 34-ე დღე - 4 მილიონამდე დევნილი და ათასობით გარდაცვლილი

29 მარტი 2022, 12:02 817 ნახვა

წინააღმდეგობის 34-ე დღე. შედეგი 4 მილიონამდე დევნილი და ათასობით გარდაცვლილია. საბრძოლო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს უკრაინის ყველა ქალაქში.

ამ ეტაპზე ძლიერდება უკრაინის პოზიციები, მათ მოახერხეს რამდენიმე დასახლებისა და ქალაქის გათავისუფლება, ოკუპანტებს ათეულობით კილომეტრით ახევინებენ უკან, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ადგილები, რომლის გაკონტროლებასაც რუსეთი ცდილობს.

კონკრეტულად კი უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევებს ირპენში, ბუჩასა და გოსტომელში. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში