აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
როგორც დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის დასაბუთების ნაწილშია ნათქვამი, აშშ-ს დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ განვითარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციას, ისევე როგორც წინააღმდეგობის გაწევის მდგრადობის გაზრდას კრემლის მავნე გავლენის მიმართ.
დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებას და კანონის უზენაესობას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის; გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების პროცესის ძალისხმევას, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ეკონომიკური ნაწილის ხელშეწყობაზე კერძოდ.