უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, ვინც კიევთან ახლოს იმყოფებოდა, პოზიციები დატოვეს და დავით გობეჯიშვილთან გამოსამშვიდობებლად ჩავიდნენ. რუსი ოკუპანტების მოკლული ქართველი ჯარისკაცი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადაასვენეს.
სამოქალაქო პანაშვიდი დღეს მთელი დღე გაგრძელდება, საღამოს გმირს ჯერ ლვოვში, შემდეგ ვარშავაში გადაასვენებენ. ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროს სამშობლოში, სავარაუდოდ, ზეგ ჩამოასვენებენ.
დავით გობეჯიშვილი, რომელიც მანამდე აფხაზეთსა და ცხინვალში იბრძოდა, უკრაინაში დაღუპვამდე 5 დღით ადრე ჩავიდა. ის კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვას შეეწირა. უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლია დაღუპული.მათგან ორი სამშობლოში სამხედრო წესით უკვე დაკრძალეს.