ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი უკრაინელი მერი, რომლებიც ოკუპანტებმა გაიტაცეს, ცოცხალი აღარ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. მათ ზოგი მოკლეს. ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან'' - ამბობს ზელენსკი.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც 2014 წელს დონბასში გამოიყენეს.