ომმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა - უცხოური მედია

28 მარტი 2022, 10:50 900 ნახვა

უკრაინაში ომმა ქვეყნის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა - ინფორმაციას უცხოური მედია კიევის ეკონომიკის სკოლაზე დაყრდნობით წერს.

მათივე მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მინიმუმ 4 431 საცხოვრებელი კორპუსი, 92 ქარხანა და საწყობი, 378 სკოლა განადგურდა ან დაზიანდა.

რუსული აგრესიის შედეგად ასევე განადგურდა ან დაზიანდა 12 აეროპორტი, შვიდი თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი