განცხადებების მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად დღეს სრულდება. განცხადება ამ დროისათვის 11-მა კანდიდატმა წარადგინა. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.