მონოსპექტაკლი ხულოს დრამატულ თეატრში

15 ოქტომბერი 2025, 19:50 114 ნახვა

იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში  მონოსპექტაკლის „და-ლანდა“ პრემიერა გაიმართა, რომელიც თამაზ ბაძაღუას პიესის „ღამე და თუთიყუში“-ს მიხედვითაა შექმნილი.

სპექტაკლი ერთ მოქმედებიანია და წარმოდგენა მაყურებელს უჩვენებს ადამიანის შინაგან ბრძოლას წარმოსახვასთან, რეალობასთან და საკუთარი იდეალის ძიებასთან. 

სპექტაკლის მთავარი სათქმელია, რომ ცხოვრება კარგი რეჟისორის მიერ კარგად დადგმული სპექტაკლია და მის მიერ შექმნილ სახეს ნიღაბი არ უნდა მიაფარო, თორემ ცუდი რეჟისორი საკუთარ მახეში გაგაბამს.

პრემიერა მაყურებლის დიდი ინტერესით გაიმართა, თეატრის სცენაზე კი მსახიობის ოსტატობამ და  ემოციამ დარბაზის აღფრთოვანება გამოიწვია.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში