ირაკლი კობახიძე საპატრიარქო რეზიდენციაში ილია მეორეს ეწვია

16 ოქტომბერი 2025, 14:15 124 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად ეწვია. მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და მშვიდობა, კეთილდღეობა უსურვა“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში