რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

16 ოქტომბერი 2025, 12:05 232 ნახვა

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტი გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ჭავჭავაძიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების ფარგლებში არსებული ქვაფენილი ჩანაცვლდება სამფენიანი ასფალტის საფარით, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოების გამო 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება.

ცვლილებები შედის სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებითაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში