ვრცელდება კადრები, თუ როგორ ათავისუფლებენ უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს.
უკრაინულ ძალებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს სუმის მიმართულებით. ბოლო კვირის მონაცემებით, უკრაინულმა მხარემ 6 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. რუსი სამხედროების ნაწილი უკან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიისკენ იხევს, ნაწილი კი ნებდება.
უკრაინულ ძალებს ტერიტორიების გათავისუფლებაში დაეხმარნენ ბელარუსი მოხალისეებიც. შედეგად კი მათ მთლიანი რუსული კოლონა გაანადგურეს. რაც გადარჩა უკრაინის მხარეს გადასცეს.