დავით გობეჯიშვილის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით პროცედურები მიმდინარეობს

27 მარტი 2022, 12:29 854 ნახვა

როდის გადმოასვენებენ სამშობლოში კიდევ ერთ დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ჯერ უცნობია. ირპენის მისადგომებთან მოკლული დავით გობეჯიშვილის ცხედარი კიევის პროზექტურაშია დასვენებული.

აფხაზეთის და აგვისტოს ომის მონაწილე უკრაინაში პოლონეთიდან 5 დღის წინ ჩავიდა.

დავით გობეჯიშვილის ოჯახი ტყიბულში ცხოვრობს. საგარეო საქმეათა სამინისტროში გვითხრეს რომ საქართველოს საელჩო უკრაინაში კომუნიკაციაშია ოჯახთან.

მათივე განცხადებით, გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში