ერთი თვის განმავლობაში რუსეთის აგრესიას 136-ი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 199 კი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში.
რუსი აგრესორების მხრიდან, თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 570 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია - წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.