ევროსაბჭოს გაფრთხილება რუსეთს - რა წერია სამიტზე მიღებულ დოკუმენტში

26 მარტი 2022, 17:08 988 ნახვა

ევროპული საბჭო რუსეთისგან ითხოვს შეაჩეროს სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ყველა სამხედრო დანაყოფი და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.-  ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში.

„რუსეთი პირდაპირ ესხმის თავს სამოქალაქო მოსახლეობას და დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებსა და თავშესაფრებზე. ეს სამხედრო დანაშაულები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. დამნაშავეები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“ - ნათქვამია საბჭოს დასკვნით დოკუმენტში.

ევროპული საბჭო ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა მძევალი, უზრუნველყონ შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და შექმნან ჰუმანიტარული დერეფნები. დასკვნითი დოკუმენტის მიხედვით,“ ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ სანქციებს. სანქციების გვერდის ავლის, ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა იქნება შეჩერებული“, - წერია დოკუმენტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი